პროექტები

1. “ინტეგრაცია თანამშრომლობის მეშვეობით: ეთნიკურ უმცირესობათა როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში”
 (დეკემბერი 2001 წ., თბილისი) – 3 - დღიანი ტრენინგ - სემინარის ჩატარება, რომელიც მიმართული იყო ქართულ და ეთნიკურ უმცირესობათა არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის ხელშეწყობისკენ, ინტეგრაციული პროცესების განვითარებასა და საქართველოში განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების შექმნისაკენ.
შედეგები: ეთნიკურ არასამთავრობო ორგანიზაციების 20 აქტივისტმა მიიღო პირდაპირი მოგება ამ პროექტისგან. პროექტი ეხმარებოდა საზოგადოებრივი  ორგანიზაციების, სოციალური  მოძრაობების  და ეთნიკური გაერთიანებების არასამთავრობო ორგანიზაციების გამაგრებას, რომლებიც, თავის მხრიდან, ეხმარებიან დაუცველ ჯგუფებს მიიღონ აქტიური მონაწილეობა ინტეგრაციის პროცესებში.
დონორი - United Nations Volunteers (UNV).
2. დიალოგი-შეხვედრები “უნდობლობისაგან თანამშრომლობისაკენ” (ნოემბერი 2002 წ., სამცხე-ჯავახეთი) – 4 შეხვედრის – მრგვალი მაგიდის ჩატარება, დუხობორთა თემის იდეების და სოციალურ-კულტურული ორიენტირის ფორმირებისათვის, დახმარებისთვის დაგეგმვის უნარჩვევების გამოვლენის და ჰუმანიტარულ აღმშენებლობითი პროცესების, რომლებიც მიმართულია ნდობის გამაგრებისკენ სოციალურ დონეზე.
შედეგი: პროექტის დასრულებისას გამოირკვნენ ახალი ლიდერები არასამთავრობო ორგანიზაციების შესაქმნელად, დუხობორთა თემი გახდა უფრო აქტიური და დაიწყო ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესებში მონაიწლეობის მიღება.
დონორი - United Nations Volunteers (UNV).
3. ტრენინგი “გენდერული უთანასწორობა” (თებერვალი 2003 წ.) – 2 - დღიანი ტრენინგი, მიმართული ახალგაზრდათა ინფორმირებულობისკენ, მათი უფლებების უფრო ღრმად გასაგებად და რეალური ნაბიჯების გამოვლენისკენ, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფოსთვის, ორგანიზაციისთვის, ოჯახის და ადამიანებისთვის გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
შედეგები: პროექტის მთავარი შედეგი გახდა ნეგატიური სტერეოტიპების და ტრადიციების შეცვლა სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი 15 ადამიანის შორის, ასაკში 15-25 წელი.
დონორი - United Nations Volunteers (UNV).
4. "ერთობა მრავალსახეობაშია" (2003 წ.) – 3 საგანმანათლებლო სემინარის ჩატარება რეგიონებში სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი.
შედეგები: 100 ადამიანზე მეტმა (ახალგაზრდების შორის) მიიღო ცოდნა თავიანთი უფლება-მოვალეობების და სამოქალაქო - სამართლებრივი  ინფორმირებულობის შესახებ. ლექტორების მოხსენების კრებული (1000 ეგზემპლარი) იყო გამოცემული 3 ენაზე – ქართულ, რუსულ და ინგლისურზე.
დონორი – ევროკავშირის მისია საქართველოში
5. ქალთა თანადგომის ცენტრი “ეთნო” (საქტემბერი 2005 წ. – სექტემბერი 2006 წ., თბილისი) – სსაა იყო პრტნიორი ორგანიზაია ამ პროექტის რეალიზაციაში.
შედეგები: ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელ 100 ქალზე მეტმა მიიღო ცოდნა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
დონორი – აშშ-ს საელჩო საქართველოში
6. წალკის და დმანისის სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა (რეგიონი ქვემო ქართლი, საქართველო, 2006 წლის მარტი – 2006 წლის დეკემბერი) – ქვემო ქართლის მაცხოვრებელთა სამოქალაქო მონაწილეობის და ინტეგრაციის გაზრდა, აქცენტით წალკასა და დმანისზე.
შედეგები: ადამიანთა უფლებების და ძირითადი უფლებების დაცვის ხელშეწყობა, სამართლებრივი და დემოკრატიული ინსტიტუტების და პროცესების შემუშავების დახმარება. სსაა იყო პარტნიორი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ტრენინგების და სემინარებისათვის მონიტორინგის ორგანიზებაში, და აგრეთვე ინფორმაციის შეგროვებაში ბიულეტენებისთვის.
დონორი – ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზიციის მისიაა საქართველოში.
7. “ქალთა სამართლებრივი დახმარების ცენტრების შექმნა” (დმანისსა და წალკაში, ქვემო ქართლი, სექტემბრიდან 2006 წ. დეკემბრამდე 2007 წ.) – პროექტი ეხმარებოდა სამიზნე რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური / რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების (მოსახლეობის ყველაზე შელახული ნაწილი) სამოქალაქო და კულტურულ უფლებებს, მათი საშუალებების გაფართოებას უფლებების დაცვის და ეკონომიკურ სფეროებში, და აგრეთვე მასს-მედიის საშუალებით აშუქებდა ამ ჯგუფების საზოგადოების პრობლემებს, კულტურას, ტრადიციებს და ისტორიას.
შედეგები: მიზნის მისაღწევად ქვემო ქართლის ორ ქალაქში – დმანისი და წალკა – შეიქმნა ქალთა სამართლებრივი დახმარების ცენტრები, რომლებიც ეწეოდნენ იურიდიულ კონსულტაციებს და ადვოკატირებას, ატარებდნენ საგანმანათლებლო კურსებს და სემინარებს (საზოგადოების ინფორმირება სამართლებრივ სფეროში, ლიდერობა, კონფლიქტების რეგულირება, მშვიდობის მშენებლობა და ა.შ.; სახელმწიფო ენის, სამოქალაქო განათლების, მცირე ბიზნესის მართვის კურსები). პროექტის რეალიზაციის დროს ბენეფიციარებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა იურიდიული კონსულტაციები და ადვოკატირება, მათ შეძლეს უფრო აქტიური და სრულყოფილი მონაწილეობა მიეღოთ საზოგადოების ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა სფეროებში და დაეცვათ და მოეხდინათ პოპულარიზაცია საკუთარი კულტურის და იდენტურობის. ჩვენი ორგანიზაცია პარტნიორი ორგანიზაციის სახით იღებდა მონაწლეობას ტრენინგების და სემინარებისათვის მონიტორინგის ორგანიზებაში, და აგრეთვე ინფორმაციის შეგროვებაში ბიულეტენებისთვის.
დონორი – ევროპის კომისია (EIDHR).
8. “რუსული ენის დაცვა საქრთველოში” (2006 წ., თბილისი) – საგანმანათლებლო კურსები რუსული ბიზნეს ენის, სამოქალაქო განათლების და კომპიუტერული უნარების.
შედეგები: 50 მსმენელმა გაიარა სწავლების კურსი 6 თვის განმავლობაში.
დონორი – საერთაშორისო კულტურულ - საგანმანათლებლო კავშირი “რუსული კლუბი”.
9. “სპორტული შეჯიბრების მხარდაჭერა საქართველოს ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდათა შორის”. (მაისი 2008 წ. – ოქტომბერი 2008 წ., თბილისი).
შედეგები: ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ 500 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა შეჯიბრებში.
დონორი – საერთაშორისო კულტურულ - საგანმანათლებლო კავშირი “რუსული კლუბი”.
10. “ ეთნოსთაშორისო თანამშრომლობა და საქართველოს მოქალაქეთა ურთიერთგაგების მიღწევა " (ივნისი – ოქტომბერი 2008 წ., ქვემო ქართლი, საქართველო).
შედეგები: რეგიონის ახალგაზრდების აქტივიზაცია, სპორტული შეჯიბრების, საგანმანათლებლო სემინარების ჩატარება და ა.შ.
დონორი - ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზიციის მისია საქართველოში.
11. «ქალები და ახალგაზრდები პროგრესისა და დემოკრატიული ცვლილებისათვის» (2009 – 2010 წწ., საქართველო, რეგიონები – ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე) – მონაწილეობის გაზრდა დემოკრატიულ პროცესებში, თემების და ეთნიკური უმცირესობების მობილიზაცია მათი დიალოგისათვის საზოგადოების დანარჩენ ნაწილსა და ხელისუფლებასთან, უკეთესი დემოკრატიზაციისთვის და ინტეგრაციისთვის საზოგადოებრივ და სამოქალაქო აქტივობაში.
შედეგები – ახალგაზრდებს წარუდგინეს ცოდნის მექანიზმი, რომელიც დაეხმარება მათ უფლებების დარღვევის თავის აცილებაში, თანასწორი უფლებების მიღებაში პოტენციალის რეალიზაციისთვის, და აგრეთვე დაშორების შემცირებაში განსაკუთრებით მათი კომპაქტური დასახლების ტერიტორიის გარეთ. ადგილობრივი საზოგადოების აქტიურობა გაიზარდა. პროექტი დაეხმარა ქალებსა და ახალგაზრდებს მიეღოთ ახალი ხედვა როგორც ხცოვრების ახალი კონცეფცია. მიღებული ცოდნა და თემებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მონაწილეობის გაზრდა დაეხმარბათ თავის არიდებაში ეთნიკური კონფლიქტებისაგან რეგიონებში და ქვეყნიდან მასობრივ მიგრაციას. პროექტის შედეგად მომზადდა 25 აქტივისტი, რომლებსაც შეუძლიათ განსაზღვრონ საკუთარი თემის მოთხოვნილებები და ლობირება მოახდინონ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების დონეზე.
დონორი – ევროპის კომისია, (EIDHR).